პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას ეხმაურება. სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი წერს: „გამაოგნებელია, ნაცვლად შეცდომების აღიარებისა, ძალადობრივი აქციების დაგმობისა და „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ ფინანსების გასაჯაროებისა, გვესმის არაინფორმირებული და დაუსაბუთებელი ბრალდებები საქართველოს მიმართ. ფარისევლობაა, როდესაც ინსტიტუციები, რომლებიც თავად არ აღიარებენ ეუთო/ოდირის საარჩევნო ანგარიშს, მოგვიწოდებენ კანონებზე ეუთო/ოდირის მომავალი ანგარიშების გათვალისწინებისკენ“, – წერს პაპუაშვილი.