პარლამენტის თავმჯდომარის ევროპული ტურნე

პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, სკანდინავიის ქვეყნებში ქართული დელეგაციის შეხვედრები მიმდინარეობს. დისკუსია უკვე შედგა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან. ისაუბრეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხსა და მადრიდის სამიტის მოლოდინებზე.

აღნიშნული დისკუსიის გარდა, შალვა პაპუაშვილს უმასპინძლა ნორვეგიის მეფემ. ამ წუთებში შეხვედრა მიმდინარეობს ორი ქვეყნის სპიკერებს შორის.

თეონა მანაგაძე აშუქებს ვიზიტს.