ვინც დღეს ქვეყნის არდამშვიდებას ხელს უწყობს, საქართველოს მტერია – ასე ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში საპროტესტო აქციები მშვიდად, ძალადობის გარეშე მიმდინარეობს, რაც, მისი თქმით, იმას ნიშნავს, რომ პროცესები ნორმალურ კალაპოტში ბრუნდება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიცია გარე ძალებიდან იმართება.