პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველ წლიურ ანგარიშს წარადგენს. სპიკერი ისაუბრებს გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე.

საპარლამენტო გამოსვლას მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. ეს ვალდებულება რეგლამენტით არის გათვალისწინებული. სპიკერი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ სამომავლო ხედვებსა და გაწეულ საქმიანობაზე მოხსენება კანონმდებლებს გააცნოს.