პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში

პარლამენტის თავმჯდომარე დღეს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის წლიურ ანგარიშს წარადგენს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც არჩილ თალაკვაძე ყურადღებას გაამახვილებს, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებებია. საუბარი იქნება შრომის კოდექსზეც, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცა. არჩილ თალაკვაძე დეპუტატებს, პარლამენტის 2021 წლის გეგმებსაც გააცნობს.