პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში
შიდა პოლიტიკური დაძაბულობა და რეგიონში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების ფონზე უსაფრთხოების ახალი გამოწვევები – აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ დღეს პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიური მიმართვა მოისმინა.
გამოსვლაში ბევრი დრო დაეთმო გარე ჩარევებზე და ამ კონტექსტში ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ეროვნული ინტერესების დაცვაზე საუბარს. ამჯერადაც გაჟღერდა კრიტიკული გზავნილები ევროკავშირის მისამართით. თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობას საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი ცალკეულ ევროპელ მმართველებს აკისრებს. დასახელდა კონკრეტული პირობები, რომელთა შესრულება ბრიუსელთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვისაა საჭირო. მიმართვაში იყო აქცენტები უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოზე გაძლიერებულ საერთაშორისო ზეწოლაზე, უცხოეთიდან რადიკალური აქტივობების მიზანმიმართულად დაფინანსებაზე, ხელისუფლების შეცვლის და რევოლუციის მცდელობებზე და იმ კანონებზე, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსების მიღების გამჭვირვალობის არგუმენტით მიიღეს. ფორმატი შეკითხვების დასმასაც ითვალისწინებდა. ოპონენტებმა საკუთარი დრო სწორედ ევროკავშირთან შეწყვეტილ დიალოგზე და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე კითხვებისთვის გამოიყენეს.