დასავლელი პარტნიორების არამეგობრულ გადაწყვეტილებებს და შიდა და გარე ძალების დესტრუქციულ ქმედებებს დაეთმო პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიში.
რევოლუციების მოწყობის და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობები, ზეწოლა, პროვოკაციები საკანონმდებლო ორგანოში შალვა პაპუაშვილი სიტყვით გამოსვლისას არაერთი მძიმე ბრალდება გაისმა. ამ კონტექსტში ნახსენები იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არ აღიარება, აქციების რეჟიმში გადასული ოპოზიცია, პარალელური ხმის დათვლის გაყალბების ფაქტი, შარლ მიშელის შეთანხმება, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის გარშემო განვითარებული მოვლენები და სხვა პროცესები. რევოლუციური მცდელობების მთავარ ფიგურანტებად კი ოპონენტები, მესამე სექტორი, ევროკავშირი, დონორი ორგანიზაციები და ყოფილი თანაგუნდელებიც დასახელდნენ. მძიმე პროცესების ფონზე შალვა პაპუაშვილმა მეათე მოწვევის პარლამენტის მუშაობას, ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში ისტორიული უწოდა და თქვა ისიც, რომ ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის მცდელობები დღესაც აქტიურად გრძელდება.
პარლამენტის თავმჯდომარის მთავარი აქცენტები და არაერთგავროვანი პოლიტიკური რეაქციები ნახეთ მანანა დევაძის რეპორტაჟში.