პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დღეს დილიდან სტამბოლში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ქართული მხარე უკვე შეხვდა ლუქსემბურგის, არაბთა გაერთიანებული საემიროებისა და ვიეტნამის პარლამენტის თავმჯდომარეებს. მხარეებს შორის დისკუსიის მთავარი თემა იყო საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობები და ამ პროცესში არსებული გამოწვევები, ასევე საქართველოში არაბული ინვესტიციების განხორციელება. დღის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით მიმართავს საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეასაც.
პირდაპირ ეთერში სტამბოლიდან თეონა მანაგაძე გვიერთდება – თუ არის ცნობილი, როდის დაიწყება გამოსვლა და რაზე გაამახვილებს ყურადღებას ქართველი სპიკერი?