პარლამენტის თავმჯდომარე სამცხე-ჯავახეთში 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრებთან ერთად, საქართველოს გაქრისტიანებიდან 1 700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში იმყოფება. შალვა პაპუაშვილი ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან ერთად, აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში იმყოფებოდა.

აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი უძველესი ტაძრების ხუთეულში შედის. 42 მეტრის სიმაღლის ტაძრის რესტავრაცია 2016 წელს დაიწყო. აღდგენილ ტაძარზე უძველესი დეტალები მაქსიმალურად შენარჩუნებულია. აგებულია გუმბათი და ამ ეტაპზე ლორფინის ქვით გუმბათის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.

„ფონდმა ქართუმ“ სარესტავრაციო სამუშაოებისთვის თავდაპირველად 12,5 მილიონი ლარი გამოყო, თუმცა, პროექტის ღირებულება გაიზარდა და დაახლოებით 16 მილიონ ლარს შეადგენს.