პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში გაემგზავრა - რა საკითხებს განიხილავენ  ვიზიტის ფარგლებში

პარლამენტის თავმჯდომარე, უკრაინის შემდეგ, ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში გაემგზავრა. ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრს, ოლიი მეჯლისის სენატის თავმჯდომარესა და საკანონმდებლო პალატის ხელმძღვანელს შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი. ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხზე იმსჯელებენ ინვესტიციების სახელმწიფო კომიტეტის, ტურიზმის განვითარების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეებთან და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზეც.

ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდება. ვიზიტი 23 იანვრამდე გაგრძელდება.