პარლამენტის თავმჯდომარე ეუთო-ს დამკვირვებელთა ჯგუფს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის მიერ დანიშნულ მოკლევადიან დამკვირვებელთა ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაზე საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ დამკვირვებლებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს საპრეზიდენტო არჩევნების თავისუფლად, სამართლიანად, მშვიდობიან გარემოში და უმაღლესი საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად.

შეხვედრაზე ასევე საარჩევნო კამპანიის პროცესში არსებული გამოწვევები მიმოიხილეს.