პარლამენტის თავმჯდომარე აბასთუმანში

პარლამენტის თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრებთან ერთად, განახლებული აბასთუმანი და ევგენი ხარაძის სახელობის ასტროფიზიკური ობსერვატორია დაათვალიერა. შალვა პაპუაშვილის თქმით, აბასთუმანში ბოლო წლებში განხორციელებული მასშტაბური პროექტების შედეგად, კურორტმა სრულიად ახალი სიცოცხლე შეიძინა. რეაბილიტირდა ისტორიული შენობები, განახლდა ინფრასტრუქტურა, აღდგა საბაგირო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, განახლდა ობსერვატორიის ინფრასტრუქტურა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აბასთუმნის განვითარება სახელმწიფოს, კერძო სექტორის და საქველმოქმედო ინიციატივების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. მისი თქმით, პროცესში განსაკუთრებული წვლილი ფონდ ქართუს და ბიძინა ივანიშვილს მიუძღვის.