პარლამენტის თანამშრომლების დაჯილდოება

პარლამენტის თანამშრომლები დააჯილდოვეს. თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჯილდო აპარატის იმ თანამშრომლებს გადასცა, რომელთაც საკანონმდებლო ორგანოს აპარატში მუშაობის 25 წლის სტაჟი აქვთ. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში, ეს ადამიანები საკუთარ ვალდებულებას უზადოდ ასრულებენ და იცავენ პარლამენტს, როგორც ინსტიტუციას.