პარლამენტის სხდომა – პოლიტიკური განცხადებები
„მეგობარი აქტი“, „დიფ სთეითი“, ამერიკასთან და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები – ძირითადად ამ საკითხებზე საუბარს დაუთმეს დეპუტატებმა პარლამენტის სხდომაზე პოლიტიკური განცხადებებისთვის განკუთვნილი დრო. „ქართული ოცნების“ აზრით, ორმაგი სტანდარტი „დიფ სთეითის“ სამარკო ნიშნად იქცა და დღეს ამერიკა და ევროპა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. კანონმდებლები იმედოვნებენ, რომ ამ ბრძოლიდან ევროპა გამარჯვებული გამოვა და საქართველო სწორედ იმ ევროპის ნაწილი გახდება, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს დაუბრუნდება. „ქართული ოცნების“ დეპუტატების განცხადებით, საქართველო ამერიკას „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში გულშემატკივრობს, რის დასტურადაც, ისინი საქართველოს პრემიერის დღევანდელ ღია წერილს ასახელებენ.