პარლამენტის შენობასთან ამ დროისთვის სიმშვიდეა

12:01, 21.06.2019

პარლამენტის შენობასთან და ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. საავტომობილო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგა.

მელიქიშვილის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით გზა გახსნილია.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, სადაც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე რჩებიან პოლიციის თანამშრომლები და დასუფთავების სამსახური.

 

მსგავსი