პარლამენტის საშემოდგომო სესია იხურება
19 დეკემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურება, 16 და 17 დეკემბერს კი, რიგგარეშე სხდომების მოწვევა იგეგმება. რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს უნდა დაიხუროს. იმის გათვალისწინებით, რომ მომავალი კვირა არასასესიო – საკომიტეტო კვირაა, საშემოდგომო სესიის დახურვის მიზნით, დეპუტატები ბიუროს მოიწვევენ და სესიას ბიუროს სხდომით დახურავენ. რაც შეეხება რიგგარეშე სხდომებს, პარლამენტი რამდენიმე კანონის დაჩქარებული წესით მიღებას გეგმავს. რიგგარეშე სხდომების მოწვევისთვის პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს მიმართავს.