პარლამენტის საშემოდგომო სესია 3 სექტემბერს გაიხსნება

როგორი იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემა. ამაზე პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმსჯელებს.

საკანონმდებლო ორგანოს საშემოდგომო სესიაზე კონსტიტუციური პროექტისა და საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებების განხილვა მოუწევს. საუბარია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე, პროპორციულ სისტემაზე გადასვლასა და არჩევნების ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარებაზე.

„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები საპარლამენტო, არასაპარლამენტო ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აგვისტოს დასაწყისში წარუდგინა, თუმცა საშემოდგომო სესიისთვის პროექტის კორექტირება უნდა მოახდინოს.