პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა პროექტს „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინიციატივა ითვალისწინებს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის შექმნას და ის კულტურის სამინისტროს დაექვემდებარება. საკანონმდებლო ცვლილებებით, თანამშრომლებს შეუნარჩუნდებათ საჯარო მოხელის სტატუსი, ბიბლიოთეკის მფლობელობაში არსებული ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი. პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტს მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცებენ.