პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნა

შვიდი წლის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანო სრულად იწყებს საქმიანობას დედაქალაქში. ირაკლი კობახიძე დეპუტატებს ანგარიშს წარუდგენს და სამომავლო გეგმებს გააცნობს.

მეცხრე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია სწორედ  პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლით გაიხსნება.  ახალი კონსტიტუციით და რეგლამენტით, ახალ ეტაპზე გადადის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისულების თანამშრომლობა.

პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები დაესწრებიან.