პარლამენტის საგაზაფხულო სესია

პარლამენტი საგაზაფხულო სესიას ხვალ თბილისში გახსნის. მიმდინარე კვირის განმავლობაში დეპუტატები ორ მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილსა და მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ.

მინისტრების გამოსვლის შემდეგ, ახალი რეგლამენტის მიხედვით, ისინი კანონმდებლების შეკითხვებს უპასუხებენ.

ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება. პარლამენტში უკვე დაიწყო სამუშაო ჯგუფების მუშაობა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დაიწყო ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების საკითხის განსაზღვრა.

თემის დეტალები „მოამბეში“.