პარლამენტის საგაზაფხულო სესია

საპარლამენტო ცხოვრება 7 წლის შემდეგ ქუთაისიდან თბილისში სრულად ინაცვლებს.

წლების შემდეგ პირველად, საგაზაფხულო სესია დედაქალქის ისტორიულ შენობაში დღეს გაიხსნა. ახალი კონსტიტუცია, რეგლამენტი და ახალ ეტაპზე გადასული საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობა. დეპუტატები საგაზაფხულო სესიას სიახლეებით ხვდებიან. საკანონმდებლო საქმიანობასთან ერთად, გაძლიერებული საზედამხედველო ფუნქცია – უმრავლესობა სწორედ საპარლამენტო კონტროლზე აკეთებს მთავარ აქცენტს, რომელიც ახალი რეგლამენტით გაძლიერდა. ამასთან, მიმდინარე კვირიდან ამოქმედდება მინისტრის საათი. წლის განმავლობაში დეპუატატებისთვის ანგარიშის ჩაბარება 11 უწყების ხელმძღვანელებს მოუწევთ.

თეონა მანაგაძე დეტალებით.