პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა
შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საპარლამენტთაშორისო კავშირში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშები წარუდგინა. მისი თქმით, ქართულმა მხარემ ორივე პლატფორმა გლობალურ საკითხებზე საკუთარი პოზიციების დასაფიქსირებლად და სხვადასხვა ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად გამოიყენა.
შალვა პაპუაშვილმა ხაზი მშვიდობის მნიშვნელობას გაუსვა. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საერთაშორისო ტრიბუნა ქართულმა საპარლამენტო დელეგაციამ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე სასაუბროდ და არაღიარების პოლიტიკისთვის გამოიყენა. მოხსენების შემდეგ, კომიტეტის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
გიორგი გახარიას გუნდი ეუთო-ში ქართული დელეგაციის შედეგებით და ამ ორგანიზაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებით დაინტერესდა.