ყოფილი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის მომდევნო სხდომაზე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნათია მოგელაძე და ლევან გაჩეჩილაძე არიან დაბარებული.
ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პირებს ოფიციალური შეტყობინება გაეგზავნებათ. გამოკითხვების მთავარი თემა კი 2003-2012 წლებში გამართული სხვადასხვა დონის არჩევნები იქნება. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია დღევანდელ სხდომაზე მოუსმინეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილს, ცესკო-ს წარმომადგენელ გიორგი სანტურიანს, პროკურატურის წარმომადგენელ ირაკლი ნადარეიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს.