პარლამენტის საგამოძიებო კომისია არასრულწლოვნების მკვლელობის თვითმხილველებს ხვდება

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველებს ხვდება.

გასული წლის პირველ დეკემბერს მომხდარი დანაშაულის შემსწრე მოქალაქეებს დეპუტატები შემთხვევის ადგილზე ესაუბრებიან.

კომისიის წევრებმა რამდენიმე თვითმხილველი ღამის განმავლობაში უკვე გამოკითხეს.

არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის მოწმეების ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებია, ნაწილი კი ხორავას ქუჩაზე მუშაობს.

რა დეტალებით დაინტერესდნენ საგამოძიებო კომისიის წევრი დეპუტატები? – გიორგი კობერიძე განაგრძობს თემაზე საუბარს.