პარლამენტის საგამოძიებო კომისია

საარჩევნო რეფორმის პარალელურად იწყება 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის დაკომპლექტება.

ორ დღეში კვოტები უნდა გადანაწილდეს, თუმცა ბარიერგადალახული, მაგრამ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვას ისევ არ აპირებს. სწორედ მათ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული კომისიაში ალეკო ელისაშვილის და ლევან იოსელიანის შესვლაც. რეგლამენტიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით ოპოზიციას კომისიის წინაშე გამოკითხვაზე მისვლა მაინც მოუწევს. მმართველი გუნდიდან ოპონენტებს აფრთხილებენ, რომ საარჩევნო დარღვევებზე კონკრეტული ფაქტების არ წარდგენის შემთხვევაში არჩევნების გაყალბების შესახებ მათი ყველა ბრალდება გაქარწყლდება.