პარლამენტის საგამოძიებო კომისია

21:21, 26.06.2018

ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა პარლამენტში ხორავას ქუჩის საქმის პროკურორის მოსმენა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის ოპოზიციონერ დეპუტატებთან სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ზვიად ფხაკაძემ დავით სარალიძის მკვლელობაში კიდევ ერთი მოზარდის – მ.კ.-ს შესაძლო მონაწილეობა კატეგორიულად გამორიცხა. პროკურორის ვერსიით, მ.კ. სარალიძის და მისი მკვლელობის მცდელობისთვის გასამართლებული გ.ჯ.-ს გაშველებას ცდილობდა და უშუალოდ მას მოკლული არასრულწლოვნისთვის დაზიანებები არ მიუყენებია.

ჯერ უცნობია, დააკმაყოფილებენ თუ არა საგამოძიებო უწყებები კომისიის ოპოზიციონერი თავმჯდომარის მოთხოვნას და აღძრავენ თუ არა დანაშაულის ერთ-ერთი მოწმის, მ.კ-ს წინააღმდეგ საქმეს.

სერგი კაპანაძის გუშინდელ მიმართვას რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია.

გიორგი კობერიძე ადევნებდა თვალს საგამოძიებო კომისიაში მიმდინარე დაკითხვას.

მსგავსი