პარლამენტის საგამოძიებო კომისია

საქალაქო სასამართლოდან ზაზა სარალიძე პარლამენტში წავიდა.

ხორავას ქუჩის გახმაურებული საქმის მასალები უკვე საკანონმდებლო ორგანოშია. სისხლის სამართლის 96-ტომიანი საქმის მასალების გაცნობის შემდეგ დროებითი საგამოძიებო კომისია უკვე კონკრეტული პირების დაბარებას დაიწყებს. პირველი სამუშაო შეხვედრა ოთხშაბათსაა დანიშნული. მანამდე კი კომისიაში უმრავლესობით მყოფი უმცირესობის წარმომადგენლები ზაზა სარალიძეს უსმენენ, რომელიც პარლამენტში სახალხო დამცველთან ერთადაა მისული.

სალომე ქოქიაშვილს ვრთავთ პირდაპირ ეთერში.