პარლამენტის რიგგარეშე სესია

12:14, 15.12.2025

სხვადასხვა კანონპროექტების განხილვას გააგრძელებენ პარლამენტში მიმდინარე კვირას, რიგგარეშე სხდომების ფარგლებში. ინიციატივების ნაწილი მესამე მოსმენით განიხილება. მათ შორის არის „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებები. იმსჯელებენ „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ და „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონების ძალადაკარგულად გამოცხადებაზე. დეპუტატები ასევე მესამე მოსმენით განიხილავენ „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ დაგეგმილ ცვლილებებს. იმსჯელებენ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზეც. პარლამენტი ასევე გეგმავს რამდენიმე კანონის დაჩქარებული წესით მიღებას. რიგგარეშე სხდომების მოწვევისთვის პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს მიმართავს. სხდომები დაგეგმილია ხვალ და ზეგ, ხოლო საშემოდგომო სესია 19 დეკემბერს დაიხურება.

მსგავსი