პარლამენტის პლენარული სხდომა
დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა. გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები. საგარეო პოლიტიკა, განათლების სისტემა და შეწყალების აქტი, – ეს ის თემები იყო, რაზედაც დეპუტატებმა ყურადღება გაამახვილეს. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, წელიწადში ორჯერ – საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიები იმართება. საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.