პარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა უნდა დაამტკიცონ. აღნიშნული პოსტი გრიგოლ ლილუაშვილმა უკვე დატოვა. ოხანაშვილს ჯერ თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ, შემდეგ კი მის დანიშვნის საკითხს პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს. ანრი ოხანაშვილი ამ დრომდე იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. პლენარული სხდომის დაწყებამდე კი, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტის ახალი რეგლამენტის დამტკიცებას აპირებს.
მანანა დევაძის ჩართვა #მოამბე