პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭება

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს, ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭება, – საკანონდებლო ორგანოს ბიუროს ინიციატივით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიმართავს.

“9 აპრილის, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, ზვიად გამსახურდიამ საქართველოს პარლამენტის სასახლის პლენარულ სხდომათა დარბაზში გამოაცხადა. ამ ისტორიული მოვლენისა და სახელმწიფოებრივი სიმბოლოების პატივისცემის ნიშნად, მივიღე გადაწყვეტილება, საქართველოს პარლამენტის ბიუროს მივმართო წინადადებით, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს მიენიჭოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

 

დატოვე კომენტარი