პარლამენტის პიკეტირება გრძელდება - პირდაპირი რეპორტაჟი ადგილიდან

ოპოზიციის პროტესტი გრძელდება. საქართველოს პარლამენტის  შესასვლელები ბლოკირებულია. აქციის მონაწილეები დეპუტატებს შენობაში არ უშვებენ. საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სცადა მმართველი გუნდის რამდენიმე წარმომადგენელმა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

პარლამენტში ბიუროს სხდომა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაა დაგეგმილი.

თეონა მანაგაძე დეტალებით.