პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის ანგარიში

ხმაური იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, 2022 წლის ანგარიშებს წარადგენდა. სიტყვიერი დაპირისპირება ხატია დეკანოიძის მიერ დასმულ შეკითხვას მოჰყვა, რომელმაც ნიკოლოზ სამხარაძესა და მაკა ბოჭორიშვილს ჰკითხა, გრძნობდნენ თუ არა უხერხულობას, როდესაც პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირეს უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტს. კანონმდებლების მხრიდან ისმოდა ურთიერთბრალდებებიც.