პარლამენტის ხმაურიანი სხდომა

არანაკლებ დაძაბული აღმოჩნდა პარლამენტისთვის დღის პირველი ნახევარი.

დღევანდელი სხდომა ხმაურით და ჩხუბით დაიწყო. მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც. საპატრიარქოში განვითარებული პროცესები და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევა ის მთავარი თემები იყო, რის გამოც დეპუტატები ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ. ისმოდა შეურაცხმყოფელი ფრაზებიც. ოპოზიცია განსაკუთრებით ირაკლი კობახიძის და დიმიტრი ხუნდაძის გამოსვლებმა გააღიზიანა. მმართველი გუნდის წევრებმა „ნაციონალური მოძრაობა“ ეკლესიაზე შეტევაში და საპატრიარქოს დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულეს. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ვითარების გასანეიტრალებლად მანდატურის ჩართვა გახდა საჭირო.

დატოვე კომენტარი