პარლამენტის ხმაურიანი სხდომა

ცხარე დებატებსა და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა პარლამენტის დღევანდელი სხდომა. დარბაზში ისმოდა შეურაცხმყოფელი ეპითეტები, ოპოზიციის ნაწილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრისთვის დღეს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაც კი მოითხოვა. განხილვის მთავარი საკითხი უკრაინის თემაზე პრემიერის განცხადებები და სანქციები იყო. ოპოზიცია გარკვეულ სანქციებთან მიერთებას ითხოვს და ხელისუფლებას ანტიეროვნული და პრორუსული გზავნილების გაჟღერებაში სდებს ბრალს, მმართველი გუნდი კი ოპონენტების ნაწილს მთავრობის მეთაურის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიის წარმოებაში და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს.

კამათის პარალელურად, გაკეთდა უკრაინის მხარდამჭერი არაერთი განცხადება. სხდომა უკრაინის ჰიმნით გაიხსნა.

დატოვე კომენტარი