პარლამენტის განცხადება „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით 

18:13, 14.05.2025

კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ ინიცირებულ და წარმომადგენელთა პალატაში უკვე განხილულ „მეგობარ აქტს“ საქართველოს პარლამენტი სპეციალური განცხადებით პასუხობს.

დადგენილება დღეს საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის თავმჯდომარემ წარუდგინა. დოკუმენტს მხარი ჯერ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე, შემდეგ კი სესიაზე 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. შვიდ გვერდიან დოკუმენტში საკანონმდებლო ორგანო სიცრუეს უწოდებს იმ ინფორმაციას, რომელზე დაყრდნობითაც „მეგობარი აქტია“ მომზადებული, თავად „მეგობარ აქტს“ კი პარლამენტი ე. წ. დიფ სთეითის ქმედების მორიგ მაგალითად ასახელებს.

მსგავსი