პარლამენტის გადაწყვეტილება
დაზარალებულს, რომელსაც სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული რიგი დანაშაულით ქონებრივი ზიანი მიადგა, ზიანის გამარტივებული წესით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება. „ქართული ოცნების“ ავტორობით მომზადებული შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებები ხუთ კანონში შედის და ინერგება მექანიზმი, რომელიც დაზარალებულს შესაძლებლობას აძლევს, ზიანი აინაზღაუროს, როგორც დანაშაულის ჩამდენი პირისგან დანაშაულის საგნის ამოღებით, ისე ამ პირის ახლო ნათესავისგან და მასთან დაკავშირებული პირისგან ამოღებული ქონების ფარგლებში. ამასთან, საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულია საქართველოდან გასვლის აკრძალვა, როგორც დაზარალებულის კომპენსაციის საშუალება. ამასთან, დარეგულირდება დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაც – ასეთ დროს, განაჩენის საფუძველზე დადგენილი ქონებრივი ზიანის გამარტივებული წარმოებით ანაზღაურების უფლება, გარდაცვლილის მემკვიდრეებზე ან უფლებამონაცვლე პირზე გადავა.