პარლამენტის გადაწყვეტილება 

ევროკავშირის მედიატორობით მოლაპარაკების ორი რაუნდის უშედეგოდ დასრულების მიუხედავად, საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

დღეს დაკომპლექტდა საკონსტიტუციო ცვლილების განმხილველი კომისია, რომელმაც მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის 3%-მდე და შესაძლოა უფრო ქვემოთ დაწევის საკითხი უნდა განიხილოს. თუმცა, საკონსტიტუციო უმრავლესობით მისაღები ცვლილების დასამტკიცებლად პარლამენტში მინიმუმ ოპოზიციის 17 დეპუტატის შესვლაა საჭირო. რაც შეეხება მართლმსაჯუების რეფორმას, დაჩქარებული წესით და სამი მოსმენით უკვე მიღებულია კანონ-პროექტი, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის წესს ცვლის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კი ახალ ვალდებულებებს აკისრებს. მესამე სექტორის მხრიდან დაწუნებულ პროექტში დღეს გარკვეული კორექტივები შევიდა.

დატოვე კომენტარი