პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, მიიღონ ზომები, რომ მირზა სუბელიანი არ მიიმალოს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, მიიღონ ზომები იმისთვის, რომ მირზა სუბელიანი არ მიიმალოს, რადგან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, კომისიას ყველაზე მეტი კითხვა, პირველ რიგში, სწორედ მირზა სუბელიანთან აქვს.
ეს განცხადება ოთარ კახიძემ გააკეთა. უფრო დეტალურად, რას ითხოვს საგამოძიებო კომისია, ამას თამარ წიკლაური გვეტყვის, რომელიც პარლამენტში იმყოფება – რატომ გაკეთდა მსგავსი განცხადება, რატომ აქვს ეჭვი კომისიას, რომ, შესაძლოა, მირზა სუბელიანის გამოკითხვა ვერ შეძლონ.