პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა

12:07, 13.04.2025

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ხვალიდან მუშაობას განაახლებს. კონსტიტუციის დარბაზში ხვალ გიორგი გახარიას ელოდებიან. მოკვლევა მის შინაგან საქმეთა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მუშაობის პერიოდს უკავშირდება. პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომისიის წევრები გიორგი გახარიას მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით დაინტერესდებიან. მათ შორის საუბარის თემა იქნება 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები. ჯერ-ჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა სხდომაზე მისვლას და კომისიის კითხვებზე პასუხების გაცემას გიორგი გახარია. გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მისი საქმე პროკურატურას გადაეცემა. მიმდინარე კვირას სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურას უკვე გადაეცა ნიკა მელიას და გიორგი ვაშაძის საქმეები.

მსგავსი