პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია

საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საჯარო სხდომების ფორმატში განხილვები დაასრულა. კომისიის წევრების განცხადებით, 4 აგვისტომდე მოამზადებენ დასკვნას, რომელსაც სექტემბერში პარლამენტს წარუდგენენ. კომისიამ შეისწავლა 2003–2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების, წინა ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების საქმიანობა 2003 წლიდან დღემდე.