პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია

დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ხვალ გასვლით ღონისძიებას გამართავს. კომისიის წევრები ხონის ყოფილ საპატიმროს ეწვევიან, სადაც მათივე ინფორმაციით, ნახავენ რა პირობებში იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს პატიმრები. ამასთან, მიმდინარე კვირაში კომისია საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვაზეც იმსჯელებს. გაგრძელდება კონკრეტული ეპიზოდების შესწავლა და სხვადასხვა პირის გამოკითხვაც. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა წინა კვირაში საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთი თვით, მიმდინარე წლის 5 ივლისამდე გაუხანგრძლივა. როგორც კომისიის წევრები ამბობენ, მიზანი 2003-2012 წლებში მოქმედი პოლიტიკური რეჟიმის სამართლებრივი შეფასებაა. თუმცა, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, კომისიის კვლევის სფერო მხოლოდ ეს პერიოდი არ იქნება და მუშაობის პროცესი 2012 წლის შემდგომ პერიოდსაც შეეხება.