საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრებთან ერთად, საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში იმყოფება. შალვა პაპუაშვილი ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში იმყოფებოდა. პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა მონასტერი დაათვალიერეს და საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შალვა პაპუაშვილი ასევე იმყოფებოდა ნინოწმინდაში, ჰაიოს და ქართლოსის სკვერში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასა შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის განვითარების საკითხებს, მიმდინარე პროექტებსა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები, სვეტიცხოვლობის დღესასწაულის ჩათვლით გაგრძელდება და მოიცავს, როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებს, ისე სამეცნიერო კონფერენციებსა და სტუდენტურ ექსპედიციებს.