პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩაიშალა

12:09, 28.12.2021

კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩაიშალა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, სხდომა უმრავლესობის მხრიდან შეგნებულად ჩაიშალა, რისი მიზეზიც იყო ოპოზიციის მიერ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენა.

შეგახსენებთ, „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ბიუროს გუშინდელ სხდომაზე ალტერნატიული წინადადება წარადგინა. ოპოზიციამ აირჩია პროცედურა, რომელიც გულისხმობდა მათი ალტერნატიული წინადადების მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან ერთად განხილვას.

https://youtu.be/ZlR5H3awAAI

მსგავსი