პარლამენტი ორდღიან კონფერენციას მასპინძლობს

საქართველოს პარლამენტი ორდღიან კონფერენციას მასპინძლობს. „საპარლამენტო ზედამხედველობა: ანგარიშვალდებულების მოთხოვნის უფლებამოსილება“ არის შეხვედრის მთავარი თემა.

კონფერენცია პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გაიხსნა. ღონისძიებას ეუთო-ს ადამიანის უფლებების ოფისის წარმომადგენელები და რამდენიმე ქვეყნის დელეგატები ესწრებიან.

კონფერენცია სესიების და დებატების ფორმატში წარიმართება.