პარლამენტი მთავრობის განახლებული გუნდისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობისთვის ემზადება

ამ წუთებში პარლამენტში დეპუტატები მთავრობის განახლებული გუნდისთვის, ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობისთვის ემზადებიან. რიგგარეშე სხდომა პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. კენჭისყრამდე კი პრემიერსა და მინისტრობის კანდიდატებს დეპუტატების შეკითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა.

დასამტკიცებლად ახალ მთავრობას 76 ხმა სჭირდება. საპარლამენტო ოპოზიცია კანდიდატების მხარდაჭერას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ბახტაძის კაბინეტში სამი ახალი სახეა – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი; ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულია; ფინანსთა სამინისტროს კი, სავარაუდოდ, ივანე მაჭავარიანი ჩაიბარებს. მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში კი სულ 11 უწყება დარჩება.

სალომე ქოქიაშვილი აშუქებს დღევანდელ რიგგარეშე სხდომას – დაიწყო თუ არა უკვე სესია და ხომ არ გაკეთებულა განცხადებები სხდომის დაწყებამდე?