პარლამენტი კვლევით ცენტრს აფუძნებს

პარლამენტი კვლევით ცენტრს აფუძნებს.

კვლევითი ცენტრის სამომავლო განვითარებისა და ხედვის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

კვლევით ცენტრს გიორგი ხელაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ წარუდგინა.

თალაკვაძის თქმით, კვლევითი ცენტრის საშუალებით საკანონმდებლო საქმიანობა ანალიზს დაეფუძნება და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია კიდევ უფრო გაძლიერდება.