პარლამენტი ხვალიდან მუშაობას ოფიციალურად განაახლებს

პარლამენტი ხვალიდან მუშაობას ოფიციალურად განაახლებს. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, დეპუტატებს რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ, რომელთა შორის არის გენერალური პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა.

საგაზაფხულო სესიაზე კანონმდებლები რამდენიმე წლიურ ანგარიშსაც განიხილავენ, მათ შორისაა პრეზიდენტის, პრემიერის, სახალხო დამცველის, აუდიტის სამსახურის, ეროვნული ბანკის, ჯანდაცვის მინისტრისა და გენერალური პროკურატურის ანგარიშები. ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია და სესიის დაწყების პარალელურად, პარლამენტთან აქციას გეგმავს. მთავარი მოთხოვნა კვლავ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა.

დატოვე კომენტარი