პარლამენტი განათლების რეფორმის განხილვას იწყებს

დღეიდან პარლამენტი უმაღლესი განათლების რეფორმას დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით, საბიუჯეტო კომიტეტზე განიხილეს. სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის სწავლა უფასო ხდება. რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს – 2026 წლიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე სახელმწიფო დაფინანსება აღარ გაიცემა. თუმცა იმ სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში უკვე სწავლობენ, დაფინანსებასთან დაკავშირებული ცვლილება არ შეეხებათ და ისინი სასწავლო ციკლის დასრულებამდე გრანტს შეინარჩუნებენ. ინიციატივა უმაღლესი განათლების მოდელზე გადასასვლელად სამართლებრივ ბაზას ქმნის, რაც სამწლიან ბაკალავრიატის სწავლებასა და ერთწლიან მაგისტრატურას გულისხმობს. ასევე, განათლების მინისტრის მოადგილემ განმარტა ფაკულტეტების არჩევის წესი.