პარლამენტი ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს

პარლამენტი ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს, რომლის მიზანი, საკანონმდებლო ორგანოს კვლევითი და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერებაა. ინიციატივის განხორციელების შედეგად, 2018 წელს, პარლამენტი გაუმჯობესებულ კვლევით და ანალიტიკურ მომსახურებას გაუწევს დეპუტატებს, რაც ხელს შეუწყობს საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციების ეფექტიან შესრულებას. პროექტს მხარს უჭერს ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა.